• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38

ჩვენ შესახებ

Awesome Image

JMG & Partners ქართული იურიდიული კომპანიაა, რომელიც თავის თავში თანამედროვე სამართლის პრაქტიკას, სამეცნიერო ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციული გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. 

კომპანია აერთიანებს რამდენიმე ათეულ თანამშრომელს, რომლებიც მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან თითოეულ კლიენტსა და მათ ინტერესებზე. JMG & Partners-ის საქმიანობა მოიცავს იურიდიული მომსახურების გაწევას მრავალი მიმართულებით: წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში, წარმომადგენლობა მხარესთან ურთიერთობისას, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, იურიდიული კონსულტაცია, ე.წ. Outsourcing და სხვ. 

JMG & Partners საქმიანობს სამართლის სხვადასხვა დარგში, რომელთაგან ნაწილში კომპანიის იურისტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ექსკლუზიური გამოცდილება და განსაკუთრებული პროფესიული ავტორიტეტი აქვთ. საქმიანობის სფეროებია: სამოქალაქო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, ბიზნესსამართალი, საბანკო სამართალი, საკორპორაციო და საფინანსო-ეკონომიკური სამართალი, ინტერნეტსამართალი, მედიასამართალი, რეკლამის სამართალი, საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სამშენებლო და გარემოს დაცვის სამართალი, ენერგეტიკის სამართალი, ადმინისტრაციული და მუნიციპალური სამართალი, საკონსტიტუციო და სისხლის სამართალი. 

კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი, პროფესიონალური დამოკიდებულება და გამოცდილება კლიენტთათვის მომსახურების საუკეთესო გარემოს ქმნის, რაც წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.