• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
მემკვიდრეობის მიღება


მემკვიდრეობის მიღება


გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონება სხვა პირებზე გადადის კანონით ან ანდერძით. მოანდერძე არის ისეთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია განსაჯოს თავისი ქმედება და გამოავლინოს ნება. მოანდერძე თავად ადგენს ანდერძს. 

კანონით მემკვიდრეობისას მემკვიდრეებს შეიძლება წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და ასევე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეს, იგი არის პირი, რომელიც იღებს მამკვიდრებლის მთლიან ქონებას ან მის ნაწილს და იგი ცოცხალი იყო მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ან ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ.

სამკვიდრო იხსნება მაშინ, როცა პირი გარდაიცვლება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადდება. სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილი ცნობილი არ არის — სამკვიდროს ადგილსამყოფელი. მაგალითად, პირის ქონება, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში და ვერ დაადგინეს მისი ზუსტი საცხოვრებელი, მდებარეობს ბათუმში. სამკვიდროს გახსნის ადგილად სწორედ ბათუმი ჩაითვლება.

სამკვიდროს მიღების ვადა არის 6 თვე. შესაბამისად, პირმა, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს მემკვიდრეობა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუ ვადის გადაცილებისთვის საპატიო მიზეზი არსებობს ან თუ სხვა მემკვიდრეები წინააღმდეგი არ არიან, ვადაგადაცილების შემთხვევაშიც შეიძლება მიიღოს პირმა მემკვიდრეობა.

პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობები მემკვიდრეობით არ გადაეცემა. აღნიშნული გულისხმობს, ისეთ უფლება-მოვალეობებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მამკვიდრებელთან. მაგალითად, თუ მამკვიდრებელი სოციალურ დახმარებას იღებს ან თუნდაც სხვისი რჩენის ვალდებულება გააჩნია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ანდერძში მითითებულია ასეთ პირთა შესახებ).

კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში აღსანიშნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემკვიდრეობა შეიძლება ჩამოერთვას მეუღლეს, რომელსაც მინიმუმ სამი წელია ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს ქორწინება მამკვიდრებელთან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ მეუღლეები.

რაც შეეხება უმკვიდრო ქონებას, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან/და, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, ქონება გადადის სახელმწიფოზე. უმკვიდრო ქონებად ითვლება ანდერძით გაუთვალისწინებელი ის ქონება, რომელსაც ვერავინ მიიღებს მაშინ, როდესაც კანონიერი მემკვიდრე არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ მამკვიდრებელი სოციალური დაცვის რომელიმე დაწესებულების რჩენაზე იმყოფებოდა (მაგ. მოხუცთა თავშესაფარი), მაშინ ქონება გადადის ასეთი დაწესებულების საკუთრებაში. რაც შეეხება წილს, აქციას ან პაის, იგი მემკვიდრეობით გადადის სამეწარმეო საზოგადოების ან კოოპერატივის ხელში.

 

ნინო ბერიძე

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები